საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა გამოაცხადა. პირველად ეროვნულ გუნდში გამოძახებულია „ლიონის“ ნახევარმცველი ტანგი ნდომბელე. ასევე შემადგენლობაში დაბრუნდნენ მცველები ლუკა დინი, კურტ ზუმა და მამადუ სახო.
მეკარეები – უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), სტივ მანდანდა (მარსელი), ალფონს არეოლა (პსჟ);
მცველები – ბენჟამენ პავარი (შტუტგარტი, გერმანია), ჯიბრილ სიდიბე (მონაკო), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), მამადუ სახო (Crystal კრისტალ პალასი, ინგლისი), კურტ ზუმა (ევერტონი, ინგლისი), ლუკას ერნანდესი (ატლეტიკო, ესპანეთი), ლუკა დინი (ევერტონი, ინგლისი);
ნახევარმცველები – პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნ, ინგლისი), ბლეზ მატუიდი (იუვენტუსი, იტალია), ნ’გოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), სტივენ ნ’ზონზი (რომა, იტალია), ტანგი ნდომბელე (ლიონი), ტომა ლემარი (ატლეტიკო, ესპანეთი);
ფორვარდები – უსმან დემბელე (ბარსელონა, ესპანეთი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, ესპანეთი), კილიან მბაპე (პსჟ), ფლორიან ტოვენი (მარსელი).
11 ოქტომბერს, ფრანგები გენგამში ისლანდიას ამხანაგურ მატჩში შეხვედებიან, 16 ოქტომბერს, ერთა ლიგაზე “სტად დე ფრანსზე” მიიღებენ გერმანიას.