მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ჩოგანი სებასტიან გროსჟანი დევისის თასზე საფრანგეთის ნაკრების კაპიტნად დაინიშნა. ის 2019 და 2020 წლების სეზონში უხელმძღვანელებს გუნდს.
გროსჟანმა, რომელსაც კარიერაში ATP-ის ოთხი ტიტული აქვს მოგებული, ჩოგბურთის თამაშს 2010 წლის მაისში დაანება თავი. ის საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის პოსტზე იანიკ ნოას შეცვლის.
საფრანგეთმა ბოლო ორ სეზონში დევისის თასის ფინალამდე მიაღწია – 2017 წელს ჩემპიონი გახდა, 2018 წელს კი 1:3 წააგო ხორვატიასთან.
შეგახსენებთ, 2019 წელს, დევისის თასი ახალი ფორმატით ჩატარდება – ნოემბერში ერთკვირიან ტურნირში 18 ნაკრები გაითამაშებს პრიზს.