საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი - მბაპე სულ უფრო მეტად მაღიზიანებს
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი - მბაპე სულ უფრო მეტად მაღიზიანებს

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ გამოთქვა აზრი „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ კილიან მბაპეზე. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელს სულ უფრო მეტად აღიზიანებს მბაპეს სურვილი, იყოს ყველასგან გამორჩეული.

„მბაპე სამი წელი პროგრესირებდა. ის საფეხბურთო სამყაროში დაუჯერებელი პოტენციალით მოვიდა. ეს იყო ბრილიანტი, რომელსაც ბრწყინვალება გარანტირებული ჰქონდა. მან განახორციელა გრანდიოზული ტრანსფერი. მისი სტატისტიკური მაჩვენებელები იზრდებოდა და ბევრი მიმართულებით ჩამოყალიბებული ფეხბურთელის თვისებები აჩვენა.

მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მას აქვს ტენდენცია – სულ უფრო და უფრო გააღიზიანოს ადამიანები, ის აღიზიანებს თავის პარტნიორებს. საკუთარ თავზე ახდენს ზეწოლას, რადგან ძალიან უნდა „ოქროს ბურთის” მოგება. ეს გამაღიზიანებელია. ის ფრთხილი უნდა იყოს თავის საქციელში. ის ძალიან არის დამოკიდებული ნეიმარზე და ამას, შესაძლოა, ცუდი შედეგები მოჰყვეს. თუმცა, ჩვენ გვავიწდება, რომ ძალიან ახალგაზრდაა. გვაოცებს ის, რასაც მბაპე აკეთებს“, – თქვა პეტიმ RMC-სთან ინტერვიუში.

2019-20 წლების სეზონში მბაპემ 20 მატჩში 18 გოლი და ექვსი შედეგიანი პასი დააგროვა.