საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიშელ იდალგო 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, – წერს ფრანგული გაზეთი „ეკიპი“. სიკვდილის მიზეზი არ დასახელებულა.
იდალგო საფრანგეთის ნაკრებში 1976-84 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო ევროპის 1984 წლის ჩემპიონატი, აგრეთვე ნახევარფინალში გააღწია მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე.
ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, სპეციალისტი მუშაობდა „მარსელში“, რომელთან ერთადაც სამჯერ მოიგო ქვეყნის პირველობა და ერთხელ – საფრანგეთის თასი.