საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე - მიქაუტაძე რომ არა, „მეცი“ ბევრად სუსტი იქნებოდა #1TVSPORT
„მეცის“, „ბორდოსა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების (1977–1987) ყოფილმა ფეხბურთელმა, ბერნარ ზანიემ საფრაგენთის ლიგა 2-ის ეგიდით გამართული თავისი ყოფილი გუნდების დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და გიორგი მიქაუტაძე განსაკუთრებულად შეაქო.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის ლიდერების დაპირისპირებაში „მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და კონკურენტთან გამარჯვებაში (3:0) მთავარი როლი ითამაშა.
„ვფიქრობ, ეს გამარჯვება „მეცისთვის“ არის გარდამტეხი მომენტი ჩემპიონატში. ისინი ვალდებულნი იყვნენ, ამ მატჩში დაემარცხებინათ „ბორდო“ და ეს შეძლეს. ამას გარდა, ოთხი ქულით ჩამორჩენა ქულამდე შეამცირეს, სეზონის ბოლომდე ცოტა თამაშია დარჩენილი და მათ კარგი შანსი გაიჩინეს.
„მეცის“ შეტევას რაც შეეხება, მე ვიტყოდი, რომ ეს შედეგი დაკავშირებულია ქართველ თავდამსხმელთან. ჩემთვის მიქაუტაძე ისეთ ადამიანს ჰგავს, რომელიც ტყეში იმალება და ძნელია იპოვო.
ვფიქრობ, ეს ბიჭი რომ არა, „მეცი“ ბევრად უარესი გუნდი იქნებოდა. აქ პრაქტიკულად არ არიან შემტევები, რომლებსაც გატანა შეუძლიათ. მიქაუტაძე კი ძალიან კარგ სეზონს ატარებს და 17 გოლით გამოიჩინა თავი, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია, თუმცა გუნდის შეტევა უფრო მეტის სურვილს მიტოვებს“, – განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ რადიო ARL-სთან ინტერვიუში.