საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი „ვალიადოლიდში“ ითამაშებს
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი „ვალიადოლიდში“ ითამაშებს

„რეალ ვალიადოლიდმა“ სეზონის ბოლომდე ფრანგი ფეხბურთელი ჰატემ ბენ არფა დაიმატა. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი მოთამაშე პირველ ვარჯიშს ახალ კლუბში ოთხშაბათს, 29 იანვარს ჩაატარებს.

ფრანგი ამჟამად 32 წლისაა და კარიერის განმავლობაში უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიცაა „ლიონი“, „მარსელი“, „ნიუკასლი“, „ჰალ სითი“, „ნიცა“ და „პარი სენ-ჟერმენი“ , ბოლოს კი „რენის“ ღირსებას იცავდა, სადაც კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალ აგენდატ იქცა.

ჰატემ ბენ არფას 15 მატჩი აქვს ჩატარებული საფრანგეთის ნაკრებში.