საფრანგეთის ნაკრების სპონსორმა ორვარსკვლავიანი საჩემპიონო მაისურები დაამზადა
საფრანგეთის ნაკრების სპონსორმა ორვარსკვლავიანი საჩემპიონო მაისურები დაამზადა

საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური სპონსორი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში გუნდის ტრიუმფისთვის უკვე ემზადება.

Footy Headlines-ის ინფორმაციით, გამოშვებულია 20 ათასზე მეტი სანაკრებო მაისური, რომელზეც ორი ვარსკვლავია გამოსახული, რაც ორგზის ჩემპიონობას ნიშნავს.

ამ დროისთვის, საფრანგეთის ნაკრები ერთი ვარსკვლავით თამაშობს, რომელიც მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე გამარჯვებას აღნიშნავს.