საფრანგეთის ნაკრები ზინედინ ზიდანის ვაჟთან ერთად 17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა 17-წლამდელ ფეხბურთელებს შორის. ისრაელში გამართული ტურნირის ფინალურ მატჩში ფრანგები ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდნენ და 2:1 გაიმარჯვეს. ჩემპიონთა შემადგენლობაში ორივე გოლი „ჰავრის“ 17 წლის ფორვარდმა საელ კუმბედიმ გაიტანა.
საფრანგეთი ამ ასაკობრივ ჯგუფში მესამედ გახდა ჩემპიონი. მის რიგებში თამაშობდა ზინედინ ზიდანის ვაჟი – 16 წლის ელიას ზიდანი.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა სერბი იოვან მილოშევიჩი, რომელმაც ხუთი გოლი გაიტანა.