საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძე კარში დარტყმების რაოდენობითაც ლიდერია #1TVSPORT
Maligue2-ის ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში ყველაზე აგრესიული თავდამსხმელია, რაზეც მისი სტატისტიკა მეტყველებს. „მეცის“ 22 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში კარში და კარისკენ ყველაზე მეტჯერ დაარტყა.
„ის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი შემთხვევით არ არის. გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში უკვე 20 გოლი გაიტანა. საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ისაა, ვინც ლიგა 2-ში ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარისკენ (91) და ყველაზე მეტჯერ – კარში (34)“, – წერს Maligue2-ი.
5 საუკეთესო მოთამაშე კარისკენ დარტყმების მიხედვით:
1. მიქაუტაძე („მეცი“) 91 დარტყმა
2. ვაისბეკი („სოშო“) 86 დარტყმა
3. სისოკო („სოშო“) 83 დარტყმა
4. მენდი („კანი“) 80 დარტყმა
5. ბიჰანი („დიჟონი“) 73 დარტყმა
5 საუკეთესო მოთამაშე კარში დარტყმების მიხედვით:
1. მიქაუტაძე (“მეცი“) 34 დარტყმა
2. მაჯა („ბორდო“) 33 დარტყმა
3. კრასო („სენტ ეტიენი“) 32 დარტყმა
3. ბუტობა („ნიორი“) 32 დარტყმა
5. გილავოგი („პარიზი“) 31 დარტყმა