საფრანგეთის ლიგა 2-ის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე - მიქაუტაძე გერმანულ სისტემაშიც გალიდერდა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად „ანსისთან“ გიორგი მიქაუტაძე „მეცს“ მოგებაში დაეხმარა (3:0). ქართველმა ფორვარდმა საფრანგეთის ლიგა 2-ის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეთა დავაში ლიდერს დამატებითი მაჩვენებლით გადაასწრო.
გიორგი „მეცის“ სამივე გოლში მონაწილეობდა: 27-ე წუთზე თავად გაიტანა, შემდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა, 83-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა.
მიქაუტაძის ანგარიშზე უკვე 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაგროვდა და ბომბარდირთა შორის ლიდერობს, ასისტენტებში კი მეორე პოზიციზეა. მას სულ მიმდინარე სეზონში, 25 შეხვედრაში გოლი პლუს პასის სისტემით 20 ქულა (14 გოლი+6 საგოლე გადაცემა) დაუგროვდა. ამ მაჩვენებლებით მიქაუტაძე „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელს, ჟან-ფილიპ კრასოს (20 ქულა, 13+7) გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლით გადაასწრო, რადგან მის ანგარიშზე უფრო მეტი გოლია (რაც უფრო ფასობს), და მათ შორის მხოლოდ სამი გაიტანა პენალტით, კრასოს ანგარიშზე კი პენალტით გატანილი 5 გოლია.
მიქაუტაძემ უპირატესობა გაზარდა სხვა კონკურენტებთან – ჯოშ მაიასთან („ბორდო“, 14, 11+3), ალექსანდრ მენდისთან („კანი“, 11+3) და დიონ მოისე საჰისთან („კანი“, 10+1).