საფრანგეთის ლიგა 1-ში დავითაშვილის გოლი ოქტომბერის საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის მიერ „ოსერთან“ გატანილი გოლი ოქტომბრის თვის საუკეთესოდ დასახელდა.
23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „ოსერთან“ მატჩში (5 ოქტომბერი) ჰეთთრიკი შეასრულა და აუტსაიდერთა ზონაში მყოფ „სენტ-ეტიენს“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. ოქტომბრის საუკეთესო გოლად დავითაშვილის მიერ მე-15 წუთზე გატანილი პირველი ბურთი დაასახელეს.
ამას გარდა, დავითაშვილი ლიგა 1-ის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეც არის წარდგენილი.
ოქტომბერი დავითაშვილისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა – „ოსერთან“ მატჩში შესრულებული ჰეთთრიკის გარდა, მან „ანჟერთან“ დუბლით გამოიჩინა თავი. საფრანგეთის ჩემპიონატში ქართველმა ფეხბურთელმა „სენტ-ეტიენის“ მიერ გატანილი 10 გოლიდან შვიდში მიიღო მონაწილეობა – დავითაშვილის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.