საფრანგეთის ლიგა 1 18 გუნდამდე შემცირდება #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 1 18 გუნდამდე შემცირდება #1TVSPORT

საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის შემცირების შესახებ.

2023-24 წლების სეზონიდან მოყოლებული, უმაღლეს დივიზიონში ჩემპიონობისთვის 20-ის ნაცვლად 18 გუნდი იბრძოლებს.

2022-23 წლების სეზონის შედეგებით, ლიგა 1-ს დატოვებს ოთხი გუნდი, მეორე დივიზიონიდან კი იქ ორი გუნდი გადავა. ამგვარი რეფორმა განტვირთავს კალენდარს და დამატებით შემოსავალს მისცემს ორგანიზატორებს სატელევიზიო უფლებების გაყიდვის მეშვეობით.

ლიგა 1-ში გუნდების შემცირების წინააღმდეგ მხოლოდ ერთმა გუნდმა მისცა ხმა – „მეცმა“.

საფრანგეთის ჩემპიონატში 18 გუნდი 1997-2002 წლებში თამაშობდა.