საფრანგეთის გრან პრიზე შვიდი ქართველი მოჭიდავე მეოთხედფინალში იასპარეზებს
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე ანრი დელანის სახელობის რიგით 47-ე გრან პრიზე, დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ასპარეზობს.
ათი ქართველი სპორტსმენიდან შვიდი მათგანი მეოთხედფინალში იჭიდავებს. ესენი არიან – ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), ბექა ლომთაძე (61 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.), დავით ტლაშაძე (74 კგ.), ნიკა კენჭაძე (79 კგ.), დავით მარსაგიშვილი (86 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.). დანარჩენი სამი მოჭიდავე კი ჯერჯერობით, ადრეულ ეტაპზე ასპარეზობენ.
საქართველოს ნაკრები საფრანგეთში უძლიერესი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში მედლები დღესვე მოგვიანებით გათამაშდება.