მორიგი დიდი სპორტული ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის გამო გადაიდო საფრანგეთის ღია პირველობაა. თავდაპირველად, „როლან გაროსი“ 20 მაისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ოფიციალურ „ტვიტერზე“ გავრცელებული ინფორმაციით შემოდგომაზე გაიმართება. ტურნირი 20 სექტემბერს დაიწყება და 4 ოქტომბერს დასრულდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთში გასამართი ტურნირი ამერიკის ღია პირველობის დასრულებიდან ერთ კვირაში აიღებს სტარტს.
პროფესიონალური ტენისის ტურნირები მთელ მსოფლიოში მინიმუმ 20 აპრილამდეა შეჩერებული.