საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია შეეცდება, რომ მბაპემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშოს
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრეტი „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს, რომ კილიან მბაპეს ტოკიოს ოლიპმიადაზე თამაშის შესაძლებლობა მიეცეს.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობა სურს.
კილიან მბაპე ევროპის ჩემპიონატზეც მიიღებს მონაწილეობას და საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მისი დიდი იმედი აქვს.
დიდიე დეშამმა აღნიშნა, რომ ეს თავად კილიან მბაპეს სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა შესაძლოა წინააღმდეგი იყოს, რომ გუნდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ასეთი დატვირთვა მიიღოს.