საფრანგეთის დაზვერვა ეჭვობს, რომ რუსეთი პარიზის ოლიმპიადის წინ ფრანგ მოსახლეობაში პანიკას თესავს #1TVSPORT
რუსული საინფორმაციო საშუალებები პარიზის ოლიმპიადის წინ ხელს უწყობენ ფსიქოზის განვითარებას და პანიკას თესავენ საფრანგეთის მოსახლეობაში საწოლის ბაღლინჯოების შემოსევის გამო, – დაწერა გამოცემა RMC-მ.
წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის დაზვერვა სერიოზულად ფიქრობს რუსეთის გავლენაზე ქვეყნის მცხოვრებლებს შორის პანიკის დათესვაში. საფრანგეთის მთავრობამ მოიწვია კრება ბაღლინჯოების შესახებ სტატიების რიცხვის ზრდის გამო, რადგან პუბლიკაციებმა ამ თემაზე საფრანგეთის მოქალაქეებში ფსიქოზი გამოიწვია. საფრანგეთში მიიჩნევენ, რომ რუსეთი ცდილობს იმ ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რომელიც უკრაინის მოკავშირეა და აიძულებს მას, არ მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები.
ოქტომბრის დასაწყისში პარიზში საწოლის ბაღლინჯოების შემოსევა დაიწყო, რამაც ეჭვქვეშ დააყენა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ჩატარება. პრესის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობა პრობლემის მოგვარებას ოფიციალურ დონეზე ცდილობს.