საფრანგეთის ჩემპიონატის ნოემბრის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) ნოემბრის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა – დავით ნინიაშვილი („ლიონი“) და სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“).
ნოემბერში დავით ნინიაშვილმა ორ შეხვედრაში გამოჩინა თავი, მეხუთე ტურში „რასინგთან“, დაახლოებით, მოედნის ცენტრიდან ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ხოლო მეშვიდე ტურში „ოიონაქსის“ წინააღმდეგ ლელოს დადება მოახერხა.
რაც შეეხება აბრამიშვილს, 19 წლის ბურჯმა მეექვსე ტურის შეხვედრაში დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის „ლიონთან“ ლელო დადო და „სტად ფრანსეს“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.