საფრანგეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება
საფრანგეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი დაამტკიცა.

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, პირველი ტური 22-23 აგვისტოს გაიმართება. შესაძლოა, ზოგიერთი მატჩის გადატანა გახდეს საჭირო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის პლეი ოფის გამო.

მე-15, მე-17, მე-18, მე-20 და 23-ე ტურები შუა კვირას გაიმართება. ამასთან, მე-17 ტური ბოლო იქნება 2020 წელს. სეზონი 2021 წლის 6 იანვარს განახლდება.

ასევე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საფრანგეთის ლიგის თასის ფინალი „პარი სენ-ჟერენსა“ და „ლიონს“ შორის 31 ივლისს გაიმართება. თავდაპირველად, ეს მატჩი 4 აპრილისთვის იყო დანიშნული, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

ლიგა 1-ის წლევანდელი გათამაშები ვადაზე ადრე შეწყდა. ჩემპიონად „პარი სენ-ჟერმენი“ გამოცხადდა.

დატოვე კომენტარი