პოპულარული ფრანგული გამოცემები „რაგბირამა“ (RugbyRama) და „მიდი-ოლიმპიკი“ (Midi- Olimpique) წერენ, რომ ნოემბერში საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრები არგენტინას, ახალ ზელანდიას და საქართველოს უმასპინძლებს. ფრანგული პრესის მიხედვით ეს ტესტ-მატჩები უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული.
სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლებთან მატჩები პარიზში, „სტად დე ფრანსეზე“ (Stade de France) გაიმართება, ხოლო „ბორჯღალოსნებს“ „მამლები“ ბორდოში, „შარბან-დელმაზე“ (Chaban-Delmas) უმასპინძლებენ. მატჩების გამართვის თარიღები ჯერ-ჯერობით უცნობია.
საფრანგეთს საშინაო ტურნე უკვე სამი წელია არ ჩაუტარებია, რადგან სარაგბო მსოფლიო თასს კოვიდ-19-ის პანდემია მოჰყვა. წელსვე, ივლისში, „მამლები“ ავსტრალიას ესტუმრებიან.