საფრანგეთი მომდევნო 48 საათის განმავლობაში ბრიტანეთიდან ჩასული მგზავრების ქვეყანაში შესვლას კრძალავს

23:05, 20.12.2020

საფრანგეთი მომდევნო 48 საათის განმავლობაში დიდი ბრიტანეთიდან ჩასული მგზავრების ქვეყანაში შესვლას კრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, შეზღუდვები ეხება ყველა სახის ტრანსპორტს. მათ შორის არის საჰაერო, საზღვაო თუ სარკინიგზო ტრანსპორტი.

დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის გამო, ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკვე აკრძალა.

ამასთან, ბრიტანეთში აღმოჩენილ „კოვიდ-19“-ის ახალ სახეობასთან დაკავშირებით, ორშაბათს დილით ევროპული საბჭოს კრიზისული შეხვედრა გაიმართება.

მსგავსი