გერმანიაში დასრულდა ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში. ჰამბურგში ფინალურ მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და ნორვეგიის ნაკრებები შეხვდნენ.
დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა და პირველი ტაიმი 11:10, მატჩი კი 23:21 მოიგო და თავის ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (პირველად, 2003 წელს).
ცნობისთვის, საფრანგეთი რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია. რაც შეეხება ნორვეგიას, მან დაკარგა 2015 წელს მოპოვებული ტიტული.
წაგების მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნორვეგიელი ნორა მორკი გახდა, რომელმაც 8 გოლი გაიტანა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ჰოლანდიის ნაკრებმა მოიპოვა. მან ბრინჯაოს მედლისთვის შვედეთი დაამარცხა 24:21.