ცნობილი გახდა არბიტრების ვინაობა, რომლებიც იმუშავებენ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალზე საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებებს შორის.
მთავარი მსაჯი ურუგვაელი ანდრეს კუნია იქნება. მას დაეხმარებიან თანამემამულეები – ნიკოლას ტარანი და მაურისიო ესპინოსა. მეოთხე მსაჯია – მექსიკელი სესარ რამოსი.
ანდრეს კუნიასთვის მომავალი ნახევარფინალი მესამე მატჩი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე. მან ჯგუფურ ეტაპზე იმსაჯა საფრანგეთი-ავსტრალიისა და ირანი-ესპანეთის მატჩებზე.
კუნია პირველი მსაჯი გახდა ისტორიაში, ვინც ვიდეოგამეორების შემდეგ დანიშნა პენალტი. ეს საფრანგეთისა და ავსტრალიის მატჩზე მოხდა.
ბელგიისა და საფრანგეთის ნახევარფინალი 10 ივლისს გაიმართება.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android iOS
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!