საფრანგეთი, ბელგია და პორტუგალია ევრო 2024-ზე გავიდნენ #1TVSPORT
საფრანგეთი, ბელგია და პორტუგალია ევრო 2024-ზე გავიდნენ #1TVSPORT

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ტურნირზე პარასკევის მატჩების შემდეგ სამმა ქვეყანამ გაინაღდა ფინალურ ტურნირზე თამაში.

საფრანგეთმა, ბელგიამ და პორტუგალიამ მორიგი მატჩები მოიგეს და საკუთარ ჯგუფებში მინიმუმ მეორე ადგილები დაიბევეს.

ასე რომ, ამ მომენტისთვის ცნობილია ევრო 2024-ის ოთხი ფინალისტი. გერმანია (მასპინძელი), საფრანგეთი, ბელგია და პორტუგალია.

2024 წელს ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.