საფრანგეთი-ავსტრალია: მატჩის ანონსი
საფრანგეთი-ავსტრალია: მატჩის ანონსი

16 ივნისი. ყაზანი. სტადიონი “ყაზან-არენა”. დასაწყისი – 14:00
მსაჯი: ანდრეს კუნია (ურუგვაი)

ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ტურნირზე თავის გზას იწყებს ავსტრალიასთან მატჩით, რომელიც C ჯგუფში ყველაზე სუსტ გუნდად მოსჩანს.

ევრო 2016-ის ფინალში დამარცხების შემდეგ, საფრანგეთი მხოლოდ გაძლიერდა და გაახალგაზრდავდა. ამ ჩემპიონატზე საფრანგეთზე უფრო ახალგაზრდული გუნდი მხოლოდ ნიგერიას ჰყავს.

ფრანგებს ყოველ რგოლში ჰყავთ ლიდერები, ხოლო გრიზმანისა და მბაპეს დუეტს აქვს პრეტენზია – ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე და ძლიერ წყვილად იყოს მოხსენიებული. მაგრამ, საფრანგეთის ნაკრები, პირველ რიგში, გუნდურობით არის ძლიერი. ამაზე ისიც კარგად ლაპარაკობს, რომ შესარჩევ ტურნირში ფრანგებმა 10 მატჩში მხოლოდ 15-ჯერ დაარტყმევინეს მეტოქეებს! არადა, ამ ჯგუფში თამაშობდნენ შვედეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები.

ავსტრალიას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფის მატჩების ჩატარება მოუწია და ორი მატჩის ჯამში, ჯერ სირიის და შემდეგ ჰონდურასის ნაკრებები დაამარცხა. მიუხედავად იმ განცხადებისა, რომ გუნდი რუსეთში ყველა მატჩში ქულების ასაღებად ჩავიდა, ალბათ, უმჯობესია, ავსტრალიამ ძალები მომდევნო მატჩებისთვის შეინახოს.

ურთიერთშეხვედრები

ამ ნაკრებები შორის ერთადერთი არაამხანაგური მატჩი 2001 წლის კონფედერაციათა თასზე გაიმართა. მაშინ, მოულოდნელად, ავსტრალიამ 1:0 დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი. ამ გუნდების ბოლო მატჩი კი 2013 წლით თარიღდება – პარიზში მასპინძლებმა 6:0 გაანადგურეს სტუმრები.

საინტერესო ფაქტები

– ბერტ ვან ვაარვიკმა საუდის არაბეთი გაიყვანა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვერ მოელაპარაკა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას კონტრაქტის გაგრძელებაზე, დატოვა თავისი პოსტი და რამდენიმე თვის შემდეგ, ავსტრალიის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში.
– საფრანგეთი საუკეთესოა ევროპაში მეტოქის ნახევარზე ბურთის ჩაჭრების რაოდენობით. შესარჩევის მატჩებში, ფრანგებს საშუალოდ 15 ასეთი ჩაჭრა ჰქონდათ.
– კეჰილმა შესარჩევში 11 გოლი გაიტანა. მას საშუალოდ 90 წუთში 1.2 გოლი გაჰქონდა.
– ავსტრალიამ აზიაში ყველაზე მეტი გაიტანა სტანდარტების შემდეგ – 18 გოლი. გუნდი კუთხურების 5 პროცენტსა და ჯარიმების 8 პროცენტს ასრულებდა გოლებით.

რა თქვეს მწვრთნელებმა

დიდიე დეშამი (საფრანგეთი):
“ჩემი 23-ივე ფეხბურთელი სრულ წესრიგშია. ადგილობრივი დროით დღის პირველ საათზე ვთამაშობთ და უნდა შევეგუოთ ამ მომენტს. ამის გამო, შეიცვლება დღის განრიგი, კვება, მაგრამ ეს პრობლემა არ არის”.
ბერტ ვან მაარვიკი (ჰოლანდია):
“როცა შენი გუნდის თამაში კარგად არის ორგანიზებული, გჯერა საკუთარი ძალების და ყველამ იცის თავისი ამოცანა, ამ შემთხვევაში გაქვს წარმატების შანსი”.

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი – მენდი, უმტიტი, ვარანი, სიდიბე – მატუიდი, კანტე, პოგბა – გრიზმანი, მბაპე, ჟირუ.
ავსტრალია (4-5-1): რაიანი – ბეჰიჩი, სეინსბერი, მილიგანი, რისდონი – მუი, იედინაკი, ლუონგო, კრუზი, ნაბუტი – ლეკი.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიუალდ გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!