საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებული ორქულიანით ალმეიდამ „ქუთაისს“ საქართველოს თასი მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
„ქუთაისმა“ საქართველოს თასი მეოთხედ მოიპოვა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში, თანაბარ შეხვედრაში „ოლიმპი“ დაამარცხა – 83:81.
საინტერესო გამოდგა მატჩის ბოლო წამები: მაშინ, როდესაც ოლიმპელებიც და გულშემატკივრებიც ოვერტაიმზე ფიქრობდნენ, ჯოელ ალმეიდამ ბურთი თბილისელთა ფარზე მოხსნა და საფინალო სირენასთან ერთად ორქულიანი ჩააგდო – 83:81.
მატჩის ბომბარდირიც „ქუთაისის“ რიგებში მოთამაშე ალმეიდა გახდა, რომელმაც 25 ქულა მოაგროვა. 14 ქულა ჰქონდა გიორგი ბარბაქაძეს. „ოლიმპში“ ყველაზე მეტი, 22 ქულა კახა ჯინჭარაძემ ჩააგდო, ორმაგი დუბლი დონოვან სმიტმა (19 ქულა, 10 მოხსნა) და ოთარ ფხაკაძემ გაიფორმეს (13 ქულა, 10 პასი).
ქუთაისელებმა საქართველოს თასი 2014, 2017 და 2018 წელსაც მოიგეს.