საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერი ხვიჩასთვის წინსვლა იქნება #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერი ხვიჩასთვის წინსვლა იქნება #1TVSPORT

ვლადიმერ გუცაევი დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლა წინსვლა იქნება – ამის შესახებ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და საქართველოს პირველი არხის საფეხბურთო ექსპერტმა გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.

„თუ ხვიჩა „პარი სენ-ჟერმენში“ გადავა, ჩემი აზრით, ეს ერთგვარი ტრამპლინი იქნება, რომ შემდეგ მართლაც ტოპკლასის გუნდში მოხვდეს“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.

გუცაევის მოსაზრებას საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი, კახა გოგიჩაიშვილიც დაეთანხმა: „იმის გათვალისწინებით, რომ წელს „ნაპოლი“ ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს, პსჟ-ში გადასვლა წინსვლა იქნება, რადგან ყველამ იცის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უდიდესი მოტივაციაა. „პარი სენ-ჟერმენი“ უფრო შემტევი გუნდია და ხვიჩას საშუალება ექნება, პოტენციალი ბოლომდე გამოავლინოს“.