საფეხბურთო ტაიმაუტის ექსკლუზივი | სტივ მაკმანამანი - ქინქლაძე ფანტასტიკური მოთამაშე იყო, მისი ყურება ძალიან მიყვარდა [ვიდეო] #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტის ექსკლუზივი | სტივ მაკმანამანი - ქინქლაძე ფანტასტიკური მოთამაშე იყო, მისი ყურება ძალიან მიყვარდა [ვიდეო] #1TVSPORT

სტივ მაკმანამანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შოტლანდიაში გამართული ლეგენდების მატჩის ქართველი მონაწილის, გიორგი ქინქლაძის (მსოფლიო ლეგენდები) შესახებ ისაუბრა. ინგლისის ნაკრების, „ლივერპულის“ და „რეალის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა თქვა, რომ ქართველი შემტევის თამაში ძალიან უყვარდა.

„აქ ბევრი ისეთ ფეხბურთელი იყო, ვისაც აქამდე შევხედრილვარ. აქ ჩამოსვლით მოხარული ვარ და იმით, რომ ერთად კარგი დრო გავატარეთ. ქინქლაძე უპირველესად სასიამოვნო ადამიანია. მე მას დღეს შევხდი. ყველას ახსოვს „მანჩესტერ სიტიში“ მისი დრიბლინგი, ფანტასტიკური გოლები – საოცარი, საინტერესო მოთამაშე იყო. იმ ტიპის ფეხბურთელი გახლდათ, რომლის ყურებაც ძალიან მიყვარდა. მისი გოლები „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში შევა. ქინქლაძე ფანტასტიკური მოთამაშე იყო“, – განაცხადა სტივ მაკმანამანმა „საფეხბურთო ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.