საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ნოემბერში გამოჩნდება, მართლა შეგვიძლია თუ არა მაღალ დონეზე თამაში #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ლეგენდამ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა საქართელოს ნაკრების ოქტომბრის მატჩებზე ისაუბრა.
„როგორც კი საქართელოს ნაკრები ძლიერ მეტოქეს ხვდება, მაშინვე გვიძნელდება ბურთის დაჭერა და შეტევების განხორციელება. ასე იყო ნორვეგიასთან და ყველა საშუალო ევროპული დონის გუნდთანაც კი. ამიტომ მაინტერესებს, ხომ არ ჩამოვრჩებით საშუალო ევროპული დონის გუნდებს ტექნიკასა და ბურთის ფლობაში, იგივე თამაშის ორგანიზაციაში? ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრი სამუშაოა.
საკუთარ თავზე ფეხბურთელებმაც უნდა იმუშაონ. ჯგუფში ჩვენი მეტოქეების უმრავლესობა ხშირად ერთი შეხებით ძალიან კარგად თამაშობს, მოედნის პატარა მონაკვეთიდან ერთი შეხებით სწრაფად გამოდიან.
ჩაკვეტაძეს რაც შეეხება – საინტერესო თამაშები მოდის და იქ ვნახავთ, როგორ თამაშს აჩვენებს. გამოჩნდება, მართლა შეუძლია თუ არა ამ დონეზე მაგრად ითამაშოს თუ ჯერჯერობით კიდევ არაა იმ ფორმაში, რომელიც ნაკრებშია საჭირო.
ჩემი აზრით, ნოემბრის თამაშები კარგი გამოცდა იქნება ნაკრებისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც. ნათლად გამოჩნდება, მართლა შეუძლიათ მაღალ დონეზე გამოსვლა თუ ერთა ლიგის დონეზე დავრჩით“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.