საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - იტალიასთან მატჩამდე უეფა-ს პრეზიდენტის სიტყვები მსაჯებისთვის უკრაინის საწინააღმდეგო მითითება აღმოჩნდა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - იტალიასთან მატჩამდე უეფა-ს პრეზიდენტის სიტყვები მსაჯებისთვის უკრაინის საწინააღმდეგო მითითება აღმოჩნდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“, ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელს, ანდრეი დემჩენკოს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში უკრაინა-იტალიის მატჩის დროს მომხდარი საკამთო ეპიზოდი შეახსენა, რასაც საინტერესო დისკუსია მოჰყვა.

ვლადიმერ გუცაევი: „მსაჯი ვალდებული იყო, რომ მატჩის ბოლოს იტალიის ნაკრების კარში პენალტი დაენიშნა. რომ არა უეფა, უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მონაწილე იქნებოდა“.

ანდრე დემჩენკო: „იტალიას ყოველთვის ძლიერი ნაკრები ჰყავს. არც ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მსაჯებს რატომღაც გონებაში აქვთ, რომ გარკვეული სიმპათიები ყოველთვის ძლიერების მხარეს უნდა ჰქონდეთ“.

ვლადიმერ გუცაევი: „ამ მატჩამდე უეფა-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ კატასტროფა იქნება, თუ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდებაო…“

გიორგი თვალაბეიშვილი: „ოღონდ დაამატა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, იტალია იყოს ევრო 2024-ზეო და მერე გაიმართა ეს თამაში“.

ვლადიმერ გუცაევი: „უკრაინას ბოლო წამებზე გოლი რომ გაეტანა, იტალია გამოუვალ მდგომარებაში აღმოჩნდებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ უეფა და ფიფა ბოლო წლებში არეული ორგანიზაციები გახდნენ, რომლებიც ვეღარც მსაჯებს და ვეღარც წესებს ვერ აკონტროლებენ.  ვეღარ გაიგებ, როდისაა პენალტი თუ თამაშგარე“.

ანდრეი დემჩენკო: „როდესაც უეფა-ს პრეზიდენტი საჯაროდ იტალიის ევრო 2024-ზე ვერმოხვედრას კატასტროფად აფასებს, უნდა იფიქროს, რომ მას მსაჯებიც უსმენენ და ამ სიტყვებს მითითებად იღებენ“.