საფეხბურთო ტაიმაუტი | ვიტალი დარასელია უმცროსი - ნაკრებში წინსვლა მაინც არ არის და ქართველი მწვრთნელი აჯობებს #1TVSPORT
ვიტალი დარასელია უმცროსმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ნაკრებში ქართველი მწვრთნელის დანიშვნის აუცილებლობაზე ილაპარაკა. ვეტერანი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ის ქართველ ებს უფრო გაუგებს და აათამაშებს.
„საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უნდა იყოს ქართველი, რომელსაც ესმის შენი ნალაპარაკები, რომელსაც გააგებინებ და ჩვენს მენტალიტეტში ჯდება – ჩვენ კი, ქართველები, ცოტა მძიმე ხალხი ვართ – ასე ვთქვათ, დასაჭერი ხალხი ვართ.
– მე კახა ცხადაძის დაყენებული თამაში მომეწონა. ქეცბაია სწორს ამბობდა, თუ არ ირბინე, ფინტს ადგილზე მეც გავაკეთებო. ეგრეა – უნდა ირბინო. დღეს თუ არ ირბინე, შენ თამაშს ვერ მოიგებ.
– რამდენი უცხოელი ჩამოვიყვანეთ, ფულს ვუხდით არაფერი არ გამოსდის და მაინც ახალი და ახალი უცხოელები მოგვყავს. 8 თუ 9 უცხოელი მწვრთნელია მოყვანილი. ეს ჩემი აზრია, კი არავის ვახვევ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნაკრებში ქართველი მწვრთნელი უკეთესი იქნებოდა. ისეთი წინსვლა მაინც არაა, ჩვენ რომ გვინდა.
– მე იმიტომ ვარ გაბრაზებული, ჩვენს პერიოდში, მხედრიონი რომ იყო, გაზი და შუქი არ გვქონდა, მაგრამ გავდიოდით და ვთამაშობდით. გულშემატკივარს არ უყვარს ის ფეხბურთელი, რომელიც მატჩის დროს არ იღლიება. შენ თუ თამაში არ შეგიძლია, მოედანზე ყველაფერი მაინც უნდა დადო“.