საფეხბურთო ტაიმაუტი | თენგიზ სულაქველიძე - ნახევარფინალში „ფეიენოორდთან“ ორი გოლი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ნახევარმცველმა, თენგიზ სულაქველიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 1981 წლის თასების თასისკენ მიმავალ გზაზე მოპოვებული ყველაზე რთული გამარჯვება, როტერდამის „ფეიენოორდთან“ (3:0, 0:2) დაპირისპირება გაიხსენა.
„ყველა თამაშისთვის ერთნაირად ემზადები, მაგრამ ხან გამოგდის და ხან – არა. „ფეიენოორდთან“ თბილისში ჩატარებული შეხვედრა ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მე ნახევარმცველი ვიყავი, მაგრამ ძირითადად თამაში დაცვაში მიწევდა. ნიდერლანდელებთან რაღაცნაირად გამომივიდა და ორი გოლი გავიტანე, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო.
„დინამო“ იმიტომაც იყო ძალიან დიდი გუნდი, რომ რამდენიმე ფეხბურთელს თამაშის პირადად მოგება შეეძლო. უბრალოდ, წინასწარ ვერ გაიგებდი, ამა თუ იმ მატჩში ვინ გაფრინდებოდა. „ვესტ ჰემთან“ ჩივაძემ ითამაშა, გუცაევმა და დარასელიამ – ფინალში და ა.შ.“ – გაიხსენა თენგიზ სულაქველიძემ.