საფეხბურთო ტაიმაუტი | პსჟ ფინალში ითამაშებს, რადგან მბაპე ჰყავთ - ქართველმა ვეტერანებმა ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრეს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა კაპიტანმა, მალხაზ მახარაძემ და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, გია ფირცხალავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე ისაუბრეს, რომელიც დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა.
მალხაზ მახარაძე: „როდესაც ძლიერ კლუბს აყალიბებ, თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს. მიმაჩნია, რომ მესის დროს „ბარსელონა“ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, რადგან პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავდა. ვფიქრობ, „პარი სენ-ჟერმენი“ ნახევარფინალში „დორტმუნდს“ დაამარცხებს და ფინალში ითამაშებენ, რადგან მათ კილიან მბაპე ჰყავთ“.
გია ფირცხალავა: „ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებულ ტურნირად ჩამოყალიბდა, სადაც უძლიერესი გუნდები და ფეხბურთელები გამოდიან და ფინანსურადაც ძალიან მაღალი დონის შეჯიბრებაა. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგამ ფეხბურთს ძალიან დიდი სარგებლობა მოუტანა, რადგან თამაშებს მთელი მსოფლიო თვალყურს დიდი ინტერესით ადევნებს. ამიტომ ვთვლი, რომ ამ ტურნირმა ფეხბურთს განსაკუთრებული შტრიხები შესძინა“.