საფეხბურთო ტაიმაუტი | მჯერა, რომ ჩვენს იმედებს გაამართლებს - ქეცბაიას „ნაპოლიში“ კვარაცხელიას იმედი აქვს #1TVSPORT
„მჯერა, „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია თავის დაიმკვიდრებას და ქართველი გულშემატკივრის იმედებს გაამართლებს“, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.
„ბოლო 2-3 წელია, საქართველოს ნაკრებში ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები გამოჩდნენ. ვინც გუნდში დიდი ხანია თამაშობს, ისინიც ახალგაზრდებს კარგად აეწყვნენ. სასიხარულოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ მიდის.
– კარგია, რომ ხვიჩა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს – ხალხი სტადიონზე ასეთი დონის ფეხბურთელების სანახავად დადის, რაღაც კარგი რომ ნახოს, ისეთი, ვინც ქართულ ფეხბურთს ახალ სისხლს შემატებს. კარგია, კვარაცხელია ისეთი დონის ჩემპიონატში რომ მოხვდა, როგორიც იტალიის სერია „ა“ არის. იქ საქართველოს ჩემპიონატი არაა, იქ გაცილებით მეტი მოეთხოვება – არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაშიც. თანამედროვე ფეხბურთი ასეა. მთელი გუნდი უნდა ფიქრობდეს როგორც წინ წასვლაზე, ასევე დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე.
– ამიტომ ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ ვუსურვოთ წარმატება, მისი „ნაპოლიში“ გადასვლა ძალიან გვიხარია, ძალიან გვეამაყება და იმედია, ყველა ქართველი გულშემატკივრის ოცნებას და მოლოდინს გაამართლებს. მე იმედი მაქვს, რომ გაამართლებს. ასევე ვისურვებდი, ხვიჩას სხვა ქართველი ფეხბურთელებიც გაყვნენ და ასეთ დონის კლუბებში ითამაშონ. არ მგონია, რომ საქართველოს ჩემპიონატში ჩამოსვლა ხვიჩას ცუდად დაეტყოს, გუნდს სერიოზული ხელმძღვანელობა ჰყავს, მწვრთნელთა შტაბი დიდი ხანია კარგად მუშაობს და ჩემპიონებიც გახდნენ“.