საფეხბურთო ტაიმაუტი | ლაშა დვალი - პლეი ოფამდე ნაკრებში პენალტებს ყველა ასრულებდა, დამრტყმელებს შორის მე არ ვიყავი #1TVSPORT
ლაშა დვალმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კვიპროსის აპოელ-ის საჩემპიონო სეზონზე ისაუბრა და საბერძნეთთან მოგებული მატჩი გაიხსენა.
„იყო სირთულეები, მაგრამ დიდი ხანი ვიბრძოდით და, საბოლოოდ, პრობლემების მიუხედავად, 5-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონები გავხდით. მიხარია, რომ ამაში ჩემი პატარა წვლილიც შევიტანე.
როგორ დაგვხვდნენ მე და ქვილითაიას 26 მარტის შემდეგ? ყველამ მოგვილოცა, მაგრამ ბერძნები და კვიპროსელები მოძმე ერები არიან და გულის სიღრმეში ყველას სწყინდა, რომ მათი ქვეყანა დავამარცხეთ. მიუხედავად ამისა, ევროპის ჩემპიონატზე ყველამ წარმატებები გვისურვა.
პენალტების სერიისთვის ლუქსემბურგთან მატჩამდეც ვემზადებოდით, ხუთი-ექვსი ბიჭი ასრულებდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვინც არ ურტყამდა, საბერძნეთთან მათ მოვიგეთ. ჯამში, ნაკრებში ყველას შეეძლო დარტყმა და მე მათ შორის არ ვიყავი. სულ ვამბობ, რომ ამაში ღმერთის ხელი ურევია და თითოეული ქართველი ამ დღისთვის ღმერთს უნდა უმადლოდეს“, – ამბობს ლაშა დვალი.