საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ცხადაძე - სანიოლს არაფერი შეუცვლია, ესპანეთთან თამაში ვერ წაიკითხა, ის მატჩი წასაგები არ იყო #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ცხადაძე - სანიოლს არაფერი შეუცვლია, ესპანეთთან თამაში ვერ წაიკითხა, ის მატჩი წასაგები არ იყო #1TVSPORT

კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩებში საქართველოს ნაკრების გამოსვლა და ვილი სანიოლის მუშაობა შეაფასა.

ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და მთავარი მწვრთნელის თქმით, სანიოლს ეროვნულ გუნდში ტაქტიკურად არაფერი შეუცვლია, ხოლო ესპანეთთან წაგება იმით ახსნა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა თამაში ვერ წაიკითხა.

 

„როდესაც პირველ ნომრად თამაში გვინდა, კიტეიშვილის კანკავას გვერდით დაყენება შეიძლება, მათ წინ კი – ერთი შემტევი ფეხბურთელის. ეს საბერძნეთთანაც შეიძლებოდა, მოგებაზე რომ გვეთამაშა, მაგრამ რაც ვნახე, ჩვენ ფრეზეც კმაყოფილი ვიყავით.

საბერძნეთთან წასაგები თამაში არ იყო, ფაქტობრივად, მომენტი არ შეუქმნიათ, შემთხვევითი გოლი გაგვიტანეს. საერთოდ, ასეთი სუსტი საბერძნეთი არ გვინახავს. შეტევაში კი მეტი უნდა გავაკეთოთ. გასაგებია, რომ კვარაცხელია მაგარია, მაგრამ ერთ ადამიანზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ, ეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშმაც გვაჩვენა. არ გვყავდა კვარაცხელია და ფაქტობრივად, ვერაფერი გავაკეთეთ.

თამაშის სქემას რაც შეეხება, ფაქტობრივად, სანიოლის არაფერი შეუცვლია – ნაკრებმა ისევე ითამაშა, როგორც ვაისის დროს – 4-2-3-1 სქემით. შეცვლებს რაც შეეხება, ჩემი აზრით, ესპანეთთან მეორე ტაიმში ჩვენი თამაში გადასაწყობი იყო, სანიოლმა თამაში ვერ წაიკითხა. მან მოთამაშეები მათივე პოზიციის ფეხბურთელებით შეცვალა. ეს მატჩი არანაირად არ უნდა წაგვეგო. ჩემი გაგებით, კვარაცხელია ესპანელების მარჯვენა მცველს ბევრს დასდევდა და ჯობდა, შეტევისთვის უფრო მიეხედა და ამ ფუნქციებისგან გაგვეთავისუფლებინა, ცენტრში შეგვეწია, მის ნაცვალდ კი ფლანგზე უფრო მუშა მოთამაშე დაგვეყენებინა. იმიტომ, რომ ახლა ხვიჩა ერთადერთი ფეხბურთელია, ვინ უტევს, ამწვავებს და გოლს იტანს.

თავს ნუ მოვიტყუებთ, არანაირი პოზიციური შეტევა არ გვაქვს, იგივე ფეხბურთს ვთამაშობთ. საბერძნეთთან მოგება თუ გვსურდა, მეორე ფორვარდის გამოყვანა შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ სულ მომავალზე ვლაპარაკობთ, სომხეთმა კი 9 ქულა დააგროვა და პირველზეა, ჩრდილომაკედონიამ სტუმრად გერმანიას მოუგო. დღეს გამარჯვება ყველასთან შეიძლება.

ესპანეთთან პირველი ტაიმი ჩვენც მოვიგეთ, თანაც თამაშიდან გამომდინარე. მაგრამ მეორე ტაიმში ლუის ენრიკემ გამოიყვანა მარჯვენა მცველი, რომელიც კვარაცხელიას სწრაფ შეტევებს კეტავდა, ბუსკეტსის ნაცვლად უფრო დასვენებული მოთამაშე დააყენა, რომელიც შეტევებს ზღუდავდა და შემოიყვანა ორი შემტევი ნახევარმცველი, რომლებიც ბურთს იღებდნენ და ხაზებს შორის გადაცემებმა იმატა. გოლებიც ასე გაგვიტანეს. ეს წასაკითხი იყო. გასაგებია, სანიოლს სამი წელი არ უმუშავია და გამოცდილება აკლია, მაგრამ იმედია, ამ თამაშებში გამოცდილებას მიიღებს და ალბათ, 2-3 წლის შემდეგ გვეშველება.“