საფეხბურთო ტაიმაუტი I ვლადიმერ გუცაევი - ყოველთვის ვამბობ, რომ ვიდეორეფერი კარგი რამაა #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I ვლადიმერ გუცაევი - ყოველთვის ვამბობ, რომ ვიდეორეფერი კარგი რამაა #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს და ლუქსემბურგის (2:0) ნაკრებების შეხვედრაში მომხდარ ეპიზოდზე კომენტარი ქართული სპორტის ორმა ლეგენდამ გააკეთა – თბილისის „დინამოს“ „ოქროს თაობის“ წარმომადგენელმა, ვლადიმერ გუცაევმა და ჭარდაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ნონა გაფრინდაშვილმა.

ვლადიმერ გუცაევი: „როდესაც ვიდეორეფერიზე მეკითხებიან, ყოველთვის ვამბობ, რომ კარგი რამაა. რამდენჯერ ყოფილა, მსაჯმა ისეთი ცუდი რაღაც გააკეთა, წავაგეთ. მაგალითად, მახსენდება მოსკოვში, „ტორპედოსთან“  შეხვედრა. წელს ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგად მახსოვს თამაშის მსვლელობა. 3:1-ს ვაგებდით და მერე 3:2 გავხადეთ. ამის შემდეგ მე გავიტანე და 3:3 უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსაჯმა რაღაც უაზრო  თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა, რის გამოც აღშფოთებულები ვიყავით.

ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ვიდეორეფერი ძალიან კარგია. რაღაც მომენტები დასახვეწია, მაგრამ ამ თამაშშიც გამოჩნდა, რომ ეს საჭიროა.

ნონა გაფრინდაშვილი: „რაც შეეხება ლუქსემბურგთან მატჩის საკამათო ეპიზოდს, იმდენი შეცდომა იყო, რომ მიმაჩნია, ფეხბურთში ვიდეორეფერის შემოღება დააგვიანეს. იცით რა მახსენდება? თბილისში „ზორიასთან“ მატჩი, რომელიც მსაჯმა თამაში ხუთი წუთით ადრე დაამთავრა. ვიდეორეფერი პრობლემებს აგვარებს და საჭიროა“.