საფეხბურთო ტაიმაუტი I ნიკოლოზ დერიუგინი - ორივე „დინამო“ პოპულარული იყო, ერთი დიდი ოჯახი ვიყავით #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I ნიკოლოზ დერიუგინი - ორივე „დინამო“ პოპულარული იყო, ერთი დიდი ოჯახი ვიყავით #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ საკალათბურთო გუნდის ყოფილმა კალათბურთელმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ნიკოლოზ დერიუგინმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ფეხბურთელებთან მეგობრობა და სახალისო ამბები გაიხსენა.

„ვიტალი დარასელიასთან ვმეგობრობდი, რომელიც დიღმის ბაზის წინ ცხოვრობდა. ჩემთან ურთიერთობა უხაროდა, რადგან ორივეს რუსული სკოლა გვქონდა დამთავრებული და ჩემთან საუბარი უადვილდებოდა. სანამ კალათბურთელებს სასადილოს გაგვიკეთებდნენ, ფეხბურთელებთან დავდიოდით და ერთი ოჯახი ვიყავით.

1981 წლის 13 მაისი არ დამავიწყდება, მერე ბიჭებს მანქანები აჩუქეს. მეც და რამაზ შენგელიაც 11 ნომრით ვთამაშობდით და ორივემ მანქანისთვის მსგავსი ნომრები ავიღეთ – 011, ოღონდ განსხვავებული სერიებით.

საფეხბურთო და საკალათბურთო „დინამოებს“ შორის სხვაობა ის იყო, რომ ფეხბურთზე უმეტესად კაცები დადიოდნენ, კალათბურთზე კი – ქალები, მაგრამ ორივე გუნდი საქართველოში ძალიან პოპულარული გახლდათ“, – გაიხსენა ნიკოლოზ დერიუგინმა.