საფეხბურთო ტაიმაუტი I გელა კეტაშვილი - რაიონში თამაშის დროს ისეთ მდგომარეობამდე მიმიყვანეს, გამოსვლას აღარ ვაპირებდი #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I გელა კეტაშვილი - რაიონში თამაშის დროს ისეთ მდგომარეობამდე მიმიყვანეს, გამოსვლას აღარ ვაპირებდი #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, გელა კეტაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის პირველი წელი გაიხსენა. მან ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვებიდან ორი წლის შემდეგ, 25 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

„ამის შესახებ მოკრძალებით ვისაუბრებ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან პირადული თემაა. დიახ, უცხოეთიდან შემოთავაზებები იყო, მაგრამ არ წავედი. იმოქმედა თუ არა ამან ფსიქოლოგიურად? რა თქმა უნდა. ამ ყველაფერს ხელი კონკრეტულმა ამბავმაც შეუწყო.

თბილისის „დინამოს“, რომელსაც მაშინ „იბერია“ ერქვა, გასვლითი მატჩი ჰქონდა ერთ-ერთ რაიონში. ატალახებულ მინდორზე ვარდნა შევასრულე და ტრიბუნიდან შემაგინეს.

ტრიბუნაზე გადავხტი. შემდეგ გავიხადე მაისური, აღარ მინდა თამაში-მეთქი და წავედი. იმ ვითარებამ, უბრალოდ, გამტეხა.

დიდ სტადიონებზე, „სან-სიროსა“ და „პარკ დე პრენსზე“ მაქვს ნათამაშები, საქართველოს ერთ-ერთ რაიონში ჩასულს კი ქართველი მაყურებელი რომ შეგაგინებს, რთული ასატანია. ეს ამბავი ჩემთვის ბოლო წერტილი აღმოჩნდა“, – იხსენებს გელა კეტაშვილი.