საფეხბურთო ტაიმაუტი | გოჩა ჯამარაული - „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა ბავშვებმა უნდა ნახონ და გაიგებენ, რა დონეზეა თანამედროვე ფეხბურთი #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა ნახევარმცველმა, გოჩა ჯამარაულმა, ჩემპიონთა ლიგის მაგალითზე, თანამედროვე ფეხბურთში გაზრდილ მოთხოვნებზე ისაუბრა.
„დავაკვირდი, მადრიდის „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრაში მაღალ სისწრაფეზე ბურთის მიღების როგორი კულტურა აქვთ. ადრე შემტევი ფეხბურთელი მცველისგან ოთხ მეტრში უნდა ყოფილიყო, მას რომ ბურთი მიეწოდებინა.
ახლა ეს დისტანცია ნახევარ მეტრამდე შემცირდა. ძლიერ პასს აძლევენ, შემტევი იღებს და ბრწყინვალედ აჩერებს. „სიტი“ და „რეალი“ უმაღლესი დონის გუნდები არიან. ასეთი თამაშები ბავშვებმა უნდა ნახონ იმის გასაგებად, თუ რა დონეზეა თანამედროვე ფეხბურთი.
ამ გუნდების მწვრთნელებიც სხვა დონეზე არიან, ანჩელოტი და გვარდიოლა ერთმანეთისგან სწავლობებ, ეს ორი გენიოსის ბრძოლაა“, – განაცხადა გოჩა ჯამარაულმა.