საფეხბურთო ტაიმაუტი | გოჩა ჯამარაული - გერმანიის ნაკრებთან მატჩამდე მანქანებში ვთბებოდით #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გოჩა ჯამარაული - გერმანიის ნაკრებთან მატჩამდე მანქანებში ვთბებოდით #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გოჩა ჯამარაული იყო, რომელმაც საქართველოს ნაკრებზე, ქართულ ფეხბურთსა და მნიშვნელოვან საკითხებზე ილაპარაკა. მაგრამ თავიდან „დინამოში“ მოხვედრა და კარიერის საუკეთესო წლები გაიხსენა.

„ცუდ პერიოდში მოგვიხდა კარიერის დაწყება – აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების დროს. გერმანიის ნაკრებთან მატჩამდე მანქანებში ვთბებოდით. მერე „ალანიაში“ წავედი. მაგრამ ახალი დაოჯახებული ვიყავი და ვერ შევეგუე. შვეიცარიაში იყო საუკეთესო პერიოდი, იქ ისე შევეგუე, რომ გერმანიაში არ წავედი.

დღევანდელი პირობები რომ გვქონოდა, შედეგებს ვაჩვენებდით. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთი გაიბრწყინებს. მაგრამ როდის, ეს არ ვიცი. ნაკრებში 11 კაციდან 10 დიდ გუნდში თუ არ თამაშობს, შედეგზე ლაპარაკი რთული იქნება.

მოლდოვასთან პირველ მატჩში „დინამოდან“ 9 კაცი ვიყავით. დღეს ნაკრებში 3-4 სერიოზული მოთამაშე თუ არ იქნება, გამოსავალზე ლაპარაკი რთულია. მაგრამ მაინც გამოსავალს ბავშვთა ფეხბურთში ვხედავ – დღეს ფეხბურთელებს ვერ ზრდიან.“