საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი შაშიაშვილი - დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართულ ფეხბურთში ძლიერი თაობა გამოჩნდებოდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჩვენი ეროვნული და ახალგაზრდულ გუნდების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა, გიორგი შაშიაშვილმა გააკეთა.
„სულ ვამბობდი, რომ კარგი თაობა წამოვიდოდა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა. ადრე თაობაში ერთი-ორი მოთამაშე ყოველთვის გვყავდა, მაგრამ იყო ჩავარდნებიც. საბედნიეროდ, ახლა ვითარება შეიცვალა და ეროვნულ ნაკრებში ერთიანი ძლიერი თაობა გამოჩნდა.
ახლა ისეთი ახალგაზრდები გამოჩდნენ, ბევრს ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია. მათ ზურგს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეები უმაგრებენ. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი კარიერა ექნებათ და მჯერა, ტოპლიგებში ითამაშებენ.
ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს, ახალგაზრდული გუნდი ძალიან კარგია და ეს მაიმედებს, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო განვითარდება“, – ამბობს გიორგი შაშიაშვილი.