საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი დემეტრაძე - ხვიჩა სასურველ გუნდში, სასურველ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან მოხვდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე იყო.
„მთელი ქვეყანა ხვიჩას ვგულშემატკივრობთ. ძალიან დიდი ფეხბურთელია და დიდი მომავალიც აქვს. სწრაფია, ტექნიკური და ბურთთან ერთად ყველაფერს აკეთებს, ეს ბევრს არ შეუძლია. „მომტყუებელი“ ფეხბურთელები ახლა თითზე ჩამოსათვლელია – მბაპე, კვარაცხელია, ნეიმარი, მესი, რონალდო… „ნაპოლი“, ფაქტობრივად, იტალიის ჩემპიონია და ყველას გვინდა, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზეც წინ წავიდეს.
ზუსტად ვერ ვიტყვი, იტალიაზე კარგად რომელ ჩემპიონატში ითამაშებს, მაგრამ ხვიჩას ფენომენიდან გამომდინარე, მას გრანდებში თამაში არ გაუჭირდება, მაგრამ ახლა ის სასურველ გუნდში, სასურველ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან მოხვდა.
კვარაცხელია „ნაპოლის“ ფილოსოფიას კარგად მოერგო, რადგან ლუჩანო სპალეტის შემტევი ფეხბურთი უყვარს, ამიტომ ერთმანეთის გაგება არ უჭირთ.
„ნაპოლი“ მაგარ ფეხბურთს თამაშობს, ლამაზს და სანახაობრივს, ამიტომაც იზიდავს გულშემატკივრებს“, – ამბობს გიორგი დემეტრაძე.