საფეხბურთო ტაიმაუტი | ესპანეთის გარდა, ჯგუფში გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავ - გიორგი დემეტრაძემ საქართველოს ნაკრების შანსები შეაფასა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გიორგი დემეტრაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევროშესარჩევ ციკლში ნორვეგიის ნაკრებთან მოახლოებულ შეხვედრასა და ჩვენი ნაკრების შანსებზე ისაუბრა.
„ნორვეგიის ნაკრებში ჰალანდი თამაშობს – მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი. მის წინააღმდეგ ასპარეზობა ჩვენი მცველებისთვის სტიმული უნდა იყოს, რომ კარგად მოემზადონ და უკეთ ითამაშონ. შესარჩევი ციკლის პირველი მატჩია, შინ ვთამაშობთ და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ესპანეთის გარდა, ჯგუფში გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავ – ვერც ნორვეგიას, მით უფრო შოტლანდიასა და კვიპროსს. პირველი ორი თამაში კარგად თუ ჩავატარეთ, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვექნება. ნაკრები სტაბილურად ათამაშდა და ბრძოლა ყველასთან შეიძლება.
რა პოზიციაზე უჭირს საქართველოს ნაკრებს? ალბათ, უფრო ნახევარდაცვის ცენტრში და ფლანგებზე. არ ვიცი, სანიოლი ვის დააყენებს თავდამსხმელის პოზიციაზე, მაგრამ ლოგიკურად, ძირითადში მიქაუტაძემ უნდა ითამაშოს, რომელსაც საფრანგეთში ბევრი გოლი გააქვს“, – განაცხადა გიორგი დემეტრაძემ.