საფეხბურთო ტაიმაუტი | ცხადაძე „გაბალაში“ რჩება - ახალი კონტრაქტი სამწლიანია #1TVSPORT
ქართველი მწვრთნელები აზერბაიჯანურ გუნდში, „გაბალაში“ რჩებიან, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული გუნდის ყოფილმა მოთამაშემ და მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ განაცხადა.
ცნობილი გახდა, რომ, გუნდის პირველ ლიგაში დაქვეითების მიუხედავად, აზერბაიჯანულმა კლუბმა ქართველ მწვრთნელს და მის ასისტენტს, გიორგი ჩიხრაძეს ახალი სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
„სხვა კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულები, დაგვიკავშირდნენ, მაგრამ „გაბალასთან“ უკვე შეთანხმებულები ვიყავით და გადაწყვეტილება მიღებული გვქონდა. ადამიანს რომ შევპირდებით, არ შეიძლება, სიტყვა გავტეხოთ.
აბსოლუტურად არავის არ სურდა, რომ „გაბალა“ გავარდნილიყო. აღმასკომის წევრებს ჰქონდათ სურვილი, ამის გამო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა გაეზარდათ. პრობლემა რა იყო? პირველი ლიგის ვერცერთმა გუნდმა ლიცენზირების პირობები ვერ დააკმაყოფილა. ამიტომ ჩვენი დატოვება ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა“, – ამბობს კახა ცხადაძე.