საქართველოში საფეხბურთო სეზონი თებერვლის ბოლოს დაიწყება. საქართველოს პირველი არხის ცნობით, სეზონი სუპერთასის მატჩით გაიხსნება. 26 თებერვალს „დინამო“ ამ ტიტულის მოსაპოვებლად საქართველოს თასის მფლობელ „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.
საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის გათამაშებაში ერთმანეთს ეროვნული ლიგის და საქართველოს თასის გამარჯვებულები ხვდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჩემპიონატსაც და თასსაც ერთი გუნდი მოიგებს, მაშინ მას სუპერთასზე თასის ფინალში დამარცხებული გუნდი დაუპირისპირდება. სუპერთასი პირველად 1996 წელს გათამაშდა.
გათამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბი თბილისის „დინამოა“, რომელმაც ტიტული შვიდჯერ მოიპოვა.
მოქმედი გამარჯვებული ქუთაისის „ტორპედოა“, რომელმაც 2019 წელს „საბურთალო“ 1:0 დაამარცხა.