საფეხბურთო სეზონი დღეს, ეროვნული ლიგა 2-ის მატჩებით განახლდება #1TVSPORT
დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოში საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდება – თამაშები ჯერ ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარდება.
ეროვნული ჩემპიონატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო. მიზეზი ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდმდგომარეობა იყო.
მაგრამ უწყებათაშორისმა სააკოორდინაციო საბჭომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ოღონდ, ამ ეტაპზე თამაშები უმაყურებლოდ ჩატარდება. გარდა ამისა, მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ, ან ღონისძიებამდე 72 საათით ადრე PCR-ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.
დღეს ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება 23-ე ტურის მატჩებით განახლდება.
ტური 23
დინამო ზგ – ჩიხურა
16:30. ცენტრალური – განმუხური
შევარდენი 1906 – მერანი მრ
16:30. ცენტრალური – კასპი
სიონი – გარეჯი
16:30. თამაზ სტეფანია – ბოლნისი
მერანი თბ – ვიტ ჯორჯია
16:30. სპაერის სტადიონი – თბილისი
რუსთავი – გაგრა
18:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი
ეროვნული ლიგის სეზონი 12 სექტემბერს განახლდება 23-ე ტურიდან, რომლის ერთი შეხვედრა (სამტრედია-ლოკომოტივი) ჩემპიონატის შეჩერებამდე, 13 აგვისტოს გაიმართა. 14 სექტემბერს კი ლიგა 3-ის, ლიგა 4-ისა და რეგიონული ლიგის მატჩებია დაგეგმილი.