საფეხბურთო სეზონი 1 მარტს გაიხსნება
საფეხბურთო სეზონი 1 მარტს გაიხსნება

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ახალი სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა – 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატი 1 მარტს დაიწყება და 30 ნოემბერს დასრულდება.

პირველი ტურის მატჩები სამ დღეს გაგრძელდება, სეზონს კი მოქმედი ჩემპიონის, „საბურთალოსა“ და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა გახსნის.

1 ტური 

პარასკევი, 1 მარტი
საბურთალო – დინამო ბთ 19:00

შაბათი, 2 მარტი
ლოკომოტივი – რუსთავი 17:00
ტორპედო – სიონი 19:00

კვირა, 3 მარტი
დინამო თბ – ჩიხურა 17:00
დილა – ვიტ ჯორჯია 19:00