საფეხბურთო მენეჯერი - კვარაცხელიას ტრანსფერზე ახლა 10 მილიონად არც დაგელაპარაკებიან
„ვფიქრობ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა დღეს 15 მილიონზე მეტია,“ – საფეხბურთო მენეჯერმა თემურ ღურწკაიამ გამოცემა „ბიზნეს ონლაინთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ყაზანის „რუბინში“ გაშვება მოსკოვის „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორის, ვასილ კიკნაძის ყველაზე დიდი შეცდომა იყო.
„კიკნაძემ ხვიჩა კვარაცხელიას იმიტომ დაკარგა, რომ არ იცის, როგორ მოილაპარაკოს. არადა, მაშინ ხვიჩას ტრანსფერი სამი მილიონი ევრო ღირდა და კიკნაძემ მის აგენტს ამ ანაზღაურების გადახადდაზე უარი უთხრა. მაგრამ ახლა რომ რუსტემ საიმანოვი („რუბინის“ გენერალური დირექტორი) კვარაცხელიას ტრანსფერზე 10 მილიონი ევროდ არც კი ისაუბრებს, რადგან ვფიქრობ, რომ ის უკვე დღეს 15 მილიონზე მეტად ფასობს. „რუბინი“ მოულოდნელად ევროთასებზე რომ გავიდეს, მისი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. კვარაცხელია 19 წლისაა! ის მოედანზე ყველაფერს აკეთებს და ასეთი მოთამაშესთან შელევა როგორ შეიძლებოდა,“ – აცხადებს ღურწკაია.