საფეხბურთო მენეჯერი - კვარაცხელიას ტრანსფერიდან „რუბინი“ თანხას მაინც მიიღებს #1TVSPORT
გამოცემა „ჩემპიონატი“ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინიდან“ წასვლის ფინანსურს თემას შეეხო – ბათუმის „დინამოდან“ ქართველი თავდამსხმელის გაყიდვისას მიღებულ თანხა შეხვდება თუ არა მის ყოფილ კლუბს.
„მაშინაც კი, თუ გარიგებაში მთავარი მოთამაშე იქნება არა კლუბი, არამედ აგენტი, ეს არის კარგი შანსი, რომ მომგებიანად შეიძინოს პერსპექტიული მოთამაშე. პორტალი Transfermarkt ხვიჩას 16 მილიონ ევროდ აფასებს, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებს კი დადებითი იმიჯი ჩამოუყალიბდათ. მაგალითად, ესპანურმა „ვალენსიამ“ ძალიან მომგებიანი ინვესტიცია ჩადო და 21 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაიმატა, რომელიც ახლა ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ყაზანის „რუბინის“განცხადებაში ამაზე ჯერ გარკვეულად ვერ პასუხობენ. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ „რუბინმა“ კვარაცხელიას მომავალი გაყიდვიდან პროცენტი მიიღოს. ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა და ახლა ხვიჩას სატრანსფერო უფლება ქართულ კლუბს აქვს, მაგრამ ეს უფლებები რაღაც ფორმით სხვადასხვა მხარეებს შორის იყოფა. ასეთი სქემა იმავე ბრაზილიაში ლეგალურია და განვითარებულია“, – წერს გამოცემა.
საფეხბურთო მენეჯერმა ალექსეი საფონოვმა კი „რია ნოვოსტისთან“ ვარაუდი გამოთქვა, რომ ყაზანის „რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის „დინამოში“ ტრანსფერიდან გარკვეულ თანხას მაინც მიიღებს:
„ხვიჩას აგენტი არის მამუკა ჯუღელი, რომელიც დიდი ხანია რუსულ ბაზარზე მუშაობს. ახლა რუსეთს დოლარის და ევროს ტრანზაქციები აეკრძალა. ალბათ, ხვიჩას გაყიდვა ბათუმის „დინამოს“ გაუადვილდება. ხელშეკრულებას გააფორმებენ და „რუბინი“ თავის თანხას მიიღებს. მოიფიქრებენ სქემას, ეს როგორ გააკეთონ. იგივე აირტონი წავიდა იჯარით გამოსყიდვის სავალდებულო უფლებით, უბრალოდ „სპარტაკი“ ყველა ნიუანსს არ ამხელს“.