საფეხბურთო ლეგიონი | უნგრეთში ქართველების დერბი შედგა, ეგოიანი „ვიტესში“ საუკეთესოა, კვერნაძე „ფროზინონეში“ დამკვიდრდა #1TVSPORT 
საფეხბურთო ლეგიონი | უნგრეთში ქართველების დერბი შედგა, ეგოიანი „ვიტესში“ საუკეთესოა, კვერნაძე „ფროზინონეში“ დამკვიდრდა #1TVSPORT 

უნგრეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ნიკა კვეკვესკირის „ნირედიჰაზამ“ ილია ბერიაშვილის „მტკ“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.

ორივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა – კვეკვესკირი 83-ე წუთზე შეცვალეს, ბერიაშვილი კი მოედანზე ბოლომდე იყო. 13 ტურის შემდეგ „ნირედიჰაზა“ 15 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო „მტკ“ (22) მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა, თუმცა ერთი მატჩი მარაგში აქვს.

ირაკლი ეგოიანის „ვიტესი“ ნიდერლანდების I დივიზიონში „დენ ჰააგთან“ გასვლაზე 0:2 დამარცხდა, მაგრამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრების წევრი არნემელთა რიგებში საუკეთესო იყო და 7.1 ქულა მიიღო. ამ მატჩის შემდეგ ეგოიანი ახალგაზრდა ჯვაროსნებს შეურთდება, რომლებიც ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას შეხვდებიან.

იტალიის სერია A-ში „ლეჩე“ საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის „ემპოლის“ დაუზავდა – 1:1. არ უთამაშია საზონოვს, რომელიც ტრავმირებულია, გოგლიჩიძე კი დისკვალიფიციის შემდეგ „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, მაგრამ 63-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

სერია B-ში გიორგი კვერნაძე ზედიზედ მეხუთედ გამოჩნდა „ფროზინონეს“ ძირითად შემადგელობაში, რომელმაც „პალერმოს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა – 1:1.